USAID/PROLOG-ის მხარდაჭერით ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს და ეთიკის კომისიის გასვლითი შეხვედრა მიმდინარეობს

4 მაისი 2018

4-5 მაისს, ადვოკატთა ასოციაციისა და USAID-ის პროექტის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLOG) თანამშრომლობის ფარგლებში, კაჭრეთში, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოსა და ეთიკის კომისიის წევრებისთვის სამუშაო შეხვედრა იმართება, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ - დავით ასათიანმა და USAID/PROLOG-ის ხელმძღვანელმა - გიორგი ჩხეიძემ გახსნეს.

 

შეხვედრის ფარგლებში განიხილება აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული ის მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც საბჭოს ანიჭებს უფლებამოსილებას ადვოკატებს შორის ან ადვოკატსა და მის კლიენტს შორის დავა მედიაციის გზით გადაწყვიტოს. აგრეთვე, ასოციაციისა და USAID/PROLOG-ის წარმომადგენლები განიხილავენ და მსჯელობენ ადვოკატთა ეთიკასთან დაკავშირებულ ისეთ მნიშნელოვან და პრობლემატურ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ეთიკის კომისიის შემდგომ განვითარებასა და გაძლიერებას.

 

შეხვედრაში მონაწილეობას იღებს USAID/PROLOG-ის ექსპერტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან  - ჯეიმს მოლიტენრო, ვინც ქართველ კოლეგებს ამერიკულ გამოცდილებასა და სტანდარტებთან დაკავშირებულ ინფორმაციას უზიარებს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი